ტრამპი: “არ ვისურვებდი, რომ ჩემი მფრინავი ალბერტ აინშტაინი ყოფილიყო “

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავები საკმაოდ რთული სამართავი გახდა, რაც ფრენების უსაფრთხოებისთვის საშიშია. “თვითმფრინავები საკმაოდ რთული გახდა საიმისოდ, რომ მასზე იფრინო. მფრინავები უკვე აღარ არის საჭირო, არამედ, საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი მფრინავი ალბერტ აინშტაინი ყოფილიყო” – დაწერა ტრამპმა და დაამატა, რომ დიდი ფიზიკოსის მაგივრად უპირატესობას პროფესიონალ მფრინავებს მიანიჭებდა, რომლებსაც ნებისმიერი სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანა შეუძლიათ. ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ ადამიანების ცხოვრების სხვა სფეროებიც გართულდა, რომლებიც ტექნიკას უკავშირდებიან.

ტრამპმა აზრი ბლოგზე “Боинг-737 MAX 8”-ს კატასტროფის გამოძიების ფონზე გამოთქვა, რომლის მსხვერპლი 35 ქვეყნის 157 ადამიანი გახდა. უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე კატასტროფა მეორედ მოხდა. ორივე თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

ბრიტანეთმა, ჩინეთმა, ავსტრალიამ და ინდონეზიამ უკვე აკრძალეს “Боинг-737 MAX 8”-ის ფრენა. ევროკავშირმა კი თქვა, რომ გამოძიებას დაელოდება. შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ავიამშენებელისგან თვითმფრინავის მართვის სისტემის მოდერნიზება მოითხოვა, რომელიც აპრილამდე უნდა განახლდეს.

ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფის შესახებ, რომელიც კვირას მოხდა, ოფიციალური დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ Boeing 737 MAX-ის ფრენები აკრძალა
შემდეგი სტატიააჰმად კადიროვის დაცვის ყოფილი წევრი კოლონიაში მკვდარი იპოვეს