19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ტრამპი: არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, შესაძლოა ირანის წინააღმდეგ უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, შესაძლოა არა.

“ვნახავთ, რა მოხდება. ძალიან ძლიერად დავარტყით. შესაძლოა უფრო ძლიერად დარტყმა მოგვიწიოს, მაგრამ შესაძლოა არა. არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ძალიან მარტივია”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალა დიდწილად “გაქრა” და ერთადერთი კითხვაა, დაბრუნება თუ არა აშშ სამუშაოს დასასრულებლად, თუ ირანი შეთანხმებას მოაწერს ხელს.

“ყველაფერი გაქრა. მათი საზღვაო ძალები გაქრა. მათი საჰაერო ძალები გაქრა. თითქმის ყველაფერი. ერთადერთი კითხვაა, წავალთ და ბოლომდე მივიყვანთ, თუ არა საქმეს? – მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს? ვნახოთ, რა მოხდება,” – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის თავზე ორჯერ სახიფათოდ გადაუჭრეს გზა ბრიტანულ თვითმფრინავს
შემდეგი სტატიაალექსანდრე დარახველიძე: სამმართველო გამოავლენს თითოეულ შემთხვევას, სადაც ხდება სიძულვილის ენის გამოყენება