ტრამპი აპირებს კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს აუკრძალოს აშშ-ში შესვლა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი გეგმავს იმ ქვეყნების სია გააფართოვოს, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა აკრძალული აქვთ. ამჟამად აშშ-ის საზღვრები ჩაკეტილია ლიბიის, ირანის, სომალის, სირიის, იემენის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის. შესაბამის ბრძანებას ტრამპმა ხელი ორი წლის წინ მოაწერა. რომელი ქვეყნები დაემატება აკრძალულთა სიას კონკრეტულად ჯერ უცნობია, თუმცა, საუბარია ევროპის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებზე. როგორც გამოცემა Politico იტყობინება, შესაძლოა ეს ქვეყნები იყოს ბელარუსი, მიანმარი, ერიტრეა, ყირგიზეთი, ნიგერია, სუდანი და ტანზანია. თუმცა, ამერიკულ მედიაში სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს
შემდეგი სტატიანატო-საქართველოს კომისიამ მაღალი შეფასება მისცა წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას და შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო