ტრამპი ამაზონს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს

აშშ-ს პრეზიდენტი  კომპანია Amazon-ისგან გადასახადების სრული განაკვეთით გადახდას ითხოვს – წერს საკუთარ “ტვიტერზე” დონალდ ტრამპი. მისი თქმით, აშშ-ს საფოსტო სამსახური “ამაზონის” ყოველი გზავნილიდან დოლარნახევარს კარგავს , რაც საბოლოო ჯამში მილიარდი დოლარის დანაკარგია”.
“ფოსტის აფერა უნდა შეწყდეს. “ამაზონმა” რეალური ღირებულება და გადასახადი უნდა გადაიხადოს!” – დაწერა პრეზიდენტმა. გარდა ამის, ტრამპმა გაზეთი The Washington Post-ი ამაზონის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და გამოცემისგან მოითხოვა დარეგისტრირდეს, როგორც ლობისტი. ინტერნეტ-მაღაზია და გაზეთი ბიზნესმენ ჯეფ ბეზონისაა, რომელიც მარტში პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად აღიარეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პოლიციის მონაცემებით ქვეყანაში ასობით ისლამისტია
შემდეგი სტატიაგაერო პალესტინა-ისრაელის საზღვარზე მომხდარი შემთხვევის გამოძიების მოწოდებას აკეტებს