“ტრამპი აკრიტიკებს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, რომელიც გაბედულად ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს, მაშინ როცა ის მოკავშირეა პუტინის” -სენატორი სანდერსი

ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს და თავად დიქტატორი პუტინის მხარეს დგება, – ამის შესახებ სენატორმა, ბერნი სანდერსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ბერნი სანდერსი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

„ტრამპი კიცხავს ზელენსკის, დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს, რომელიც გაბედულად ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს და თავად პუტინის მხარეს დგება, დიქტატორის, რომელმაც 80 წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ევროპული ომი დაიწყო. ბოდიში, პრეზიდენტო ტრამპო. ჩვენ დემოკრატოის გვჯერა და არა ავტორიტარიზმის”, – წერს ბერნი სანდერსი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“

banner
წინა სტატიაში“ტრამპი არცხვენს შეერთებულ შტატებს მსოფლიო ასპარეზზე” – გუბერნატორი უოლცი
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა – არასდროს არ ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი – გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის