14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ტრამპი: ახლა ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს ვიწყებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს იწყებენ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები აღარ არსებობს.

„მათი დრონებისა და რაკეტების საწარმოები განადგურებულია და რაც მთავარია, მათი „ლიდერები“ ჩვენთან აღარ არიან. დიდება ალაჰს! ერთადერთი რაც მათ შემორჩათ, არის საფრთხე, რომ გემი შეიძლება საზღვაო ნაღმს „გაედოს“. სხვათა შორის, მათი 28-ვე ნაღმის დამგები გემი ახლა ზღვის ფსკერზეა“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის გაწმენდით აშშ სამსახურს უწევს მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, საფრანგეთს, გერმანიასა და სხვებს.

„დაუჯერებელია, რომ მათ იმის გამბედაობა და ნება არ აქვთ, რომ ეს საქმე თვითონ გააკეთონ. თუმცა, საინტერესოა, რომ ცარიელი ნავთობტანკერები აშშ-სკენ მოემართებიან, რათა ნავთობით ჩაიტვირთონ“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში სააღდგომო ზავის რეჟიმი ამოქმედდა
შემდეგი სტატიაბუდაპეშტში ორბანის წინააღმდეგ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა