ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომით დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყანას ომით არასდროს ემუქრებოდნენ.

ამის შესახებ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„მე და პუტინს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის არასოდეს შეჭრილიყო უკრაინაში. მე ვუთხარი: „არასდროს, არასდროს შეიჭრა უკრაინაში“, – აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება „შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომით დასრულდეს“.

”მე არ მქონია ომი.. არავითარი ომი „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა. დავასრული ისინი ძალიან მოკლე დროში. მეუბნებოდნენ, ამას ხუთი წელი დასჭირდებაო, მაგრამ ცოტა დრო დამჭირდა, ჩვენ დავამარცხეთ ისინი. რუსეთს არცერთი ტერიტორია არ მიუტაცებია“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი – არ მიყვარს სანქციები, სანქციებით ყველას ვიშორებთ, ვინც გვიახლოვდება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფი მოსკოვში ვიზიტის გამო ვიქტორ ორბანის დასჯას ითხოვს