27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ტრამპი აცხადებს, რომ ყალბია ამბები, თითქოს ირანმა და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი

ირანსა და აშშ-ს შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება, სად მიგვიყვანს, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ირანს ვუთხარი: “დროა, ასე თუ ისე, შეთანხმება გააფორმოთ“,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრები სადამდე მივა, არავინ იცის, მაგრამ ირანელებს უთხრა, რომ დროა შეთანხმება გააფორმონ.

“ცრუ ახალი ამბები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და აშშ-მა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი, ყალბი და მცდარია. ჩვენს შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება, მათ შორის ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ, ერთი დღის წინ და დღეს. სად მიგვიყვანს, არავინ იცის, მაგრამ, როგორც ირანს ვუთხარი, “დროა, ასე თუ ისე, რომ შეთანხმება გააფორმოთ. 47 წელია აკეთებთ ამას, და არ შეიძლება ამის გაგრძელების დაშვება”, – წერს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა
შემდეგი სტატიამარტა კოსი: სომხეთის მოსახლეობა თავისუფალია, თავად აირჩიოს ქვეყნის გზა