8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება

ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება, ისინი ამაზე თანახმა არიან, მათ შეთანხმების მიღწევა ძალიან სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ.

,,მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, ჩვენც გვინდა შეთანხმება. ყველაფერი თუ კარგად წავიდა, საბოლოოდ ამას მოვაგვარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, მთელი ძალებით გავაგრძელებთ დაბომბვას.
ხვალ, მათი დროით დილით მათი ყველაზე დიდი ელექტროსადგურის აფეთქებას ვაპირებდით, რომლის აშენებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს ძალიან კარგი ობიექტი იყო, ფულის ნაკლებობა არ ყოფილა.

ერთი დარტყმით გაქრებოდა, ჩამოინგრეოდა. რატომ უნდა უნდოდეთ ეს? ამიტომ დაგვირეკეს, მე არ დამირეკავს, მათ დამირეკეს. მათ სურთ შეთანხმება. ჩვენც მზად ვართ შეთანხმებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი შეთანხმება, აღარ იყოს ომები და აღარ იყოს ბირთვული იარაღი. მათ აღარ ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი ამას ეთანხმებიან. ამ საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, საერთოდ არ იქნება გარიგება. ვნახავთ, სად მიგვიყვანს ეს. ჩვენ გვაქვს ძირითადი თანხვედრა.

მე ვიტყოდი, თითქმის ყველა საკითხზე არსებობს თანხმობა. ჩვენ ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს შეთანხმებისთვის, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. მე არაფრის გარანტიას არ გაძლევთ. ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება თუ მიიღწევა, ნავთობის ფასი ძალიან სწრაფად დაეცემა.შეთანხმების მიღწევა ჩვენც გვსურს. მათთან ტელეფონით ალბათ დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ადამიანთან, რომელიც ყველაზე პატივსაცემი კაცია, თუმცა არ არის უზენაესი ლიდერი“.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საზღვართან საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატიაბოლო 10 დღეში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 7-დან 32 თეთრამდე გაიზარდა