26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ტრამპი აცხადებს, რომ არ არის მზად, ირანთან რამე სახის დათმობაზე წავიდეს

ირანს შეთანხმების მიღწევა ახლა უფრო მეტად სურს, ვიდრე ოდესმე, რადგან იციან, რაც მოხდება მალე,- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, არ არის მზად, ირანთან რამე სახის დათმობაზე წავიდეს მას შემდეგ, რაც თეირანისგან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი პასუხი მიიღო.

„ნიუ იორკ პოსტთან“ სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანმა „იცის, თუ რა მოხდება მალე“.

კითხვაზე, მზად არის თუ არა, ირანის მხრიდან ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებას დათანხმდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ „ახლა მზად არაფრისთვის არის“.

„ამაზე ნამდვილად ვერ გესაუბრებით. ძალიან ბევრი რამ ხდება. შემიძლია, გითხრათ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა ახლა უფრო მეტად სურთ, ვიდრე ოდესმე, რადგან იციან, რაც მოხდება მალე“, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსული ნავთობკომპანიები იძულებულნი არიან, ჭაბურღილები გააჩერონ