აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ისლამურ რესპუბლიკას მკაცრი სამხედრო პასუხით აფრთხილებს. ტრამპის თქმით, თუ თეირანი მისი მკვლელობის მცდელობას განახორციელებს, ვაშინგტონი მასშტაბურ საპასუხო დარტყმებს მიიტანს.
„1000 რაკეტა გამზადებულია და მიმართულია ირანის ისლამური რესპუბლიკისკენ, ხოლო ათასობით სხვა რაკეტა დაუყოვნებლივ მოჰყვება, თუ ირანის მთავრობა შეასრულებს მსოფლიოს მრავალ კუთხეში გაჟღერებულ მუქარას, მოკლას ან სცადოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის მოკვლა, ამ შემთხვევაში, ჩემი მკვლელობა! ბრძანებები უკვე გაცემულია და აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან, სურთ და შეუძლიათ, ერთი წლის განმავლობაში, გახანგრძლივების პირობით, სრულად გაანადგურონ ირანის ყველა ტერიტორია – დიდება ალაჰს“, – წერს ტრამპი.
იქამდე კი ტრამპმა „ნიუ იორკ პოსტს“ განუცხადა, რომ „ინსტრუქციები დაუტოვა“ შეერთებულ შტატებს, ირანს უპასუხონ უზარმაზარი სამხედრო ძალით, თუ ირანი მის მოკვლას შეძლებს.















