13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“ტრაილერში დამალვის გზით “სარფის” გავლით უკანონოდ გამოკვეთეს საზღვარი” – სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე – 1981 წელს დაბადებული ჰ.გ, 1998 წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტრაილერში დამალვის გზით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიეუთო/ოდირი: საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატია“შეიცავს მკაფიო სიგნალებს დამოუკიდებელი მედიის მიმართ შესაძლო ზეწოლისა და მუქარის შესახებ “- კოალიცია კომკომის განცხადებაზე