ტრაგი-კომედიის დღევანდელი სერია

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ერთ-ერთი ,,უტყუარი მტკიცებულება“ არის სპეციალისტების დასკვნა. მეტი ,,უტყუარობისთვის“ ეს დასკვნა უცხოელებმა დაწერეს. დღევანდელ პროცესზე კი გამოვლინდა შემდეგი:

1. საქმის მასალები ინგლისურად ნათარგმნი არ არის, ხოლო ექსპერტებმა არ იციან ქართული.
2. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: რა მასალების საფუძველზე დაიწერა ეს ,,უტყუარი“ დასკვნა? პასუხი კაციშვილმა არ იცის.
3. დასკვნა დაწერილია საქმის სამართლებრივ საკითხებზე. კანონი კი არ ითვალისწინებს მსგავსი დასკვნის სამართლებრივ საკითხებზე დაწერის შესაძლებლობას.
4. ექსპერტები ამავე დასკვნაში თავად ამბობენ, ჩვენ საქართველოს სამართლებრივ ნორმებს კარგად არ ვიცნობთო. თუმცა, დასკვნა სწორედ სამართლებრივ საკითხებზე უწერიათ. თან, რა თქმა უნდა, ,,რკინის დედუქციით” მაინც იმაზე შეჯერდნენ, რომ ბრალდებას მყარი საფუძველი გააჩნიაო (?!);
5. და ბოლოს, ეს პატივცემული ,,ობიექტური ექსპერტები“ თურმე პტოკურატურის უცხოელი მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან, რომელსაც ფულს პროკურატურა უხდის.

ამ პროკურატურას კი ფულს ჩვენ ვუხდით!!!!

ასეთი იყო ამ ტრაგი-კომედიის დღევანდელი სერია. გაგრძელება იქნება…

 

კახა კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაშიუნდა გვესმოდეს, რომ ეკლესია არის სასულიერო პირები და მრევლი ერთად, ველოდები, როდის შეძლებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მრევლი ჩვენთან ერთად ამოსვლას
შემდეგი სტატიასაკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა