ტრაგედიის ადგილზე კალაშნიკოვი იქნა ნაპოვნი – ჩიორა თაქთაქიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი, ბრიუსელიდან გადაცემა არჩევანში დღეს მომხდარ ტერაქტზე საუბრობს და ამ ტრაგედიის გვერდით რუსი პოლიტიკოსების განცხადებებიც შეაფასა.

ჩიორა თაქთაქიშვილი მომხდარ ტრაგედიასა და რუსეთის შესაძლო კავშირებზეც აკეთებს აქცენტს და დღეს რუსი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებას “ცინიკური” უწოდა.

„რუსი პოლიტიკოსების შეფასებები ცინიზმით აღსავსე იყო, რაც გასაკვირი არ არის, რადგან რუსეთი ISIS-თან ერთად ებრძვის თანამედროვე მსოფლიოს. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტები ყვებოდნენ, რომ ტრაგედიის ადგილზე კალაშნიკოვი იქნა ნაპოვნი,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელმაც ასევე ბრიუსელში განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) საფრანგეთი ბელგიას სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატია,,ხვედელიძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჟურანლისტებთან შეხედრას გეგმავს”