ტრაგედია ზუგდიდში – საერთო საცხოვრებლის მეექვსე სართულის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია ზუგდიდში – საერთო საცხოვრებლის მეექვსე სართულის ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გასულ ღამეს ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ბინაში ხანძრის დროს სულ ოთხი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ორმა მოზარდმა ბინიდან გამოსვლა მოასწრო, ხოლო უმცროსებმა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი ძლიერი დაკვამლიანებისა და ცეცხლის გამო, ადგილზე დაიღუპა. ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ და ეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მცირეწლოვნები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაუბრუნა.

ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ ელექტროენერგია, რის გამოც სანთელი ენთოთ, სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელში ძლიერი ცეცხლი.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისენატორი ლინდსი გრემი – რას ვფიქრობ კურსკზე? თამამი, ბრწყინვალე, ლამაზი
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – ჰელსინკის კომისიის უაღრესად სკანდალური განცხადება ნიშნავს რომ ხელისუფლება სერიოზული დოზით კრიმინალიზებულია