ტრაგედია ტყიბულში – გარდაცვლილი ექვსი მეშახტიდან ხუთს, დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში ტრაგიკულად დაღუპული ექვსი მეშახტიდან ხუთს, დღეს დაკრძალავენ. სამგლოვიარო პროცესია 14:00 საათზე დაიწყება. კიდევ ერთ დაღუპულს კი ხუთშაბათს დაასაფლავებენ.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა – რა გახდა 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. ასევე უცნობია როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის შედეგები.

არასამთავრობო სექტორი მომხდარის გამო კვლავ ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

„ჩვენ კვლავ ვაყენებთ მოთხოვნას, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევებზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდება საქართველოში. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოიხატებოდეს დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომაში, თუმცა ეს უნდა იყოს მესიჯი მთავრობის მხრიდან, რომ ის ამით იაზრებს არსებულ პოლიტიკას და აპირებს, რომ სხვანაირად გაატაროს ის, რაშიც უნდა მოხვდეს შრომის კანონმდებლობის და პოლიტიკის გადახედვა,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძე.

ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ გარდაცვლილი მეშახტებიის ოჯახის წევრებიც.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 6 მეშახტე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმე – უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაცვის მხარე სტრასბურგს მიმართავს
შემდეგი სტატიაC.T.Park-თან გაუქმებული ხელშეკრულება – თბილისის სატრანსპორტო კომპანია სისტემას დღეს გადაიბარებს