6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ტრაგედია თურქეთში: ხოფაში ჩამოწოლილ მეწყერს 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თურქეთში, ართვინის პროვინციის ხოფას რაიონში, ფერდობიდან ჩამოწყვეტილი კლდის მასები სატვირთო ავტომობილების სადგომს დაეცა. ტრაგიკულ ინციდენტს 1 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილი 45 წლის კასიმ თოპალოღლუა. იგი თავდაპირველად საკუთარი ავტომობილის გადარჩენას ცდილობდა, რის შემდეგაც მეგობრების დახმარებას შეეცადა. სწორედ ამ დროს განმეორებით ჩამოწვა მეწყერი, თოპალოღლუს თავში ქვა მოხვდა და იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

კლდის მასის ჩამოშლის შედეგად, მსხვერპლის გარდა, დაზიანდა მიმდებარე ინფრასტრუქტურა და მცენარეული საფარი.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: “ოცნება” ნომინალურ და რეალურ მშპ-ს შეგნებულად ურევს
შემდეგი სტატიაგეგელია: ეს არის გაშვებული შანსების ხელისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა უმკაცრესად უნდა დასაჯოს