გერმანიაში 23 წლის ქართველი ემიგრანტი, ბესო მამულაშვილი, ტრაგიკულად დაიღუპა. შემთხვევა მიუნხენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში მოხდა, სადაც ახალგაზრდა საკუთარი დაბადების დღის წინა დღეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ბესო მამულაშვილი მეგობრებთან ერთად ნავით ტბაში შევიდა, რის შემდეგაც ცივ წყალში გადახტა. თვითმხილველების განცხადებით, წყალში ჩასვლისთანავე ის მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მყოფთა მცდელობისა და სასწრაფო დახმარების ჩართულობის მიუხედავად, ახალგაზრდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.















