22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ტრაგედია ხობში: მდინარეში ჩამხტარ შვილს გადაჰყვა დედა — ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, ქალს ეძებენ

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში ელიკო სახეიშვილმა ორი მცირეწლოვანი შვილი მდინარეზე წაიყვანა. მათგან ერთ-ერთი აუტიზმის სპექტრის მქონეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც სპექტრის მქონე იყო მოულოდნელად წყალში ჩახტა, დედაც შვილს გადაჰყვა. ამ დროის განმავლობაში მეორე მცირეწლოვანი ბავშვი ნაპირთან ელოდებოდა დედას.

არსებული ცნობებით, ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, ელიკო სახეიშვილის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
შემდეგი სტატიასასამართლომ ნიკა მელიას 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა