ტრაგედია ინწრას ხეობაში. 1989 წელს დაბადებული პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გოგონას ფეხი ხავსიან ქვაზე აუსრიალდა და მდინარეში ჩავარდა. შემთხვევა გზიდან სამ კილომეტრის სიღმეში მოხდა. 35 წლის გოგონა, ხეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიაზე გადაასვენებენ.