29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ტრაგედია ჩინეთში: ნახშირის შახტში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

ჩინეთის ჩრდილოეთით, შანსის პროვინციაში მდებარე ნახშირის შახტში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua ავრცელებს.

ტრაგედია ცინუანის რაიონში მდებარე „ლიუშენიუს“ (Liushenyu) ნახშირის მაღაროში მოხდა. ოფიციალური უწყებების ცნობით, აფეთქების მომენტში მიწისქვეშ, სამუშაო ცვლაში, 247 თანამშრომელი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის მაშველები კიდევ 9 დაკარგულ მუშას ეძებენ, რომელთა ბედიც უცნობია. მიწისზედა და მიწისქვეშა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიხანძარი რუსეთში: ირკუტსკში ოქროსა და ძვირფასი ლითონების მოპოვების სტრატეგიული სამეცნიერო ცენტრი იწვის
შემდეგი სტატიაპაკისტანი ირანსა და აშშ-ს შორის მედიატორობას ცდილობს -ისლამაბადის საგანგებო მისია თეირანში