ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე – სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელსაც ბრალი წარედგინა საავადმყოფოში გადაიყვანეს

სასწრაფო დახმარების მძღოლი, რომელიც დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტის ჯიხურში შევარდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში მოთავსებამდე მძღოლი პოლიციამ დაკითხა,რის შემდეგაც მას ბრალი წარედგინა.

მას შემდეგ, რაც მძღოლს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა, მას საპატიმროში გადაიყვანენ.

როგორც დაშავებულის მკურნალი ექიმი ამბობს, მას თავბრუს ხვევა, თავისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება, მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დღეს დილით მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა მშენებარე კორპუსის ჯიხურში შევარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილის მიზანია, ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ფულის წყარო, განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა”
შემდეგი სტატიათბილისის ავტობუსებზე ქალი მძღოლები გამოჩნდნენ