ტრადიცია, რომელიც ერთგავრად 21-ე საუკუნეშიც შემორჩა- ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა)

მარიამობას სამეგრელოში “მარაშნა” ჰქვია. სწორედ მარაშნას წინა ღამეს იმართებოდა ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა) – წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთი, წეს-ჩვეულება, რომელიც ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნას.

მახსოვს,თვეების განმავლობაში მანქანის გაცვეთილი საბურავებს ვაგროვებდით.28 აგვისტოს დადგომას მოუთმენლად ველოდებოდით.
დიდი თუ პატარა ეიფორიას განიცდიდა. ისმიოდა ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩოდა ცეცხლზე გადატხებოდა…

ჭეჭეთობის კულმინაცია ის იყო, რომ ბებიები სანთელს გვაწებებდნენ თმაში, რითაც წლის განმავლობაში, მათი ინფორმაციით, დაცული ვიქნებოდით ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.

როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?

ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი.
პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით – კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით – აღესრულებოდა.
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე – ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.
არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან. ამრიგად, ჭიაკოკონის ქრისტიანული შეფასება ერთმნიშვნელოვანია.
საოცარია – ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ…

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი – ჭეშმარიტი ღმერთი.
ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ – დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის

მეგობრებო,გილოცავთ მარიამობას!

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: „მივიღებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ქვეყანას, თქვენ კი პასუხი მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ ხელს უშლით ქვეყნისა და თბილისის განვითარებას”
შემდეგი სტატიათავდაცვის ბრიგადის ინსტრუქტორი შოვში სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა