“ტრადიცია” გრძელდება: “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი მოსკოვში ფანჯრიდან “გადავარდა” და დაიღუპა

რუსეთში გრძელდება ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, მსხვილი ბიზნესმენები უცნაური (მინიმუმ) სიკვდილით კვდებიან: რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, მოსკოვში – საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა რუსი ბიზნესმენი, “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი.

“ტრანსნეფტი” რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მილსადენების ტრანსპორტირების კომპანიაა. ბადალოვი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 2021 წლიდან იყო დანიშნული.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა “ცეცხლის შვილებმა” აიღო
შემდეგი სტატიატრამპი პუტინზე: “არ ვფიქრობ, რომ მას შეჩერება სურს”