Toyota-მ ეკონომიის გამო მთავარ ოფისში ორი ლიფტი გათიშა

მსოფლიოში უმსხვილესმა მანქანის მწარმოებელმა კომპანიამ Toyota, ხარჯების შემცირების მიზნით, ტოკიოს მთავარ ოფისში, რვიდან ორი ლიფტი გაშითა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ტოკიოს შტაბ-ბინაში კონდიციონერებს ეკონომიურ რეჟიმზე გადაიყვანს.
“ლიფტების გაჩერების მთავარი მიზანია თანამშრომლებისადმი მესიჯის გაგზავნა, რომ Toyota-მ საკუთარ თავზე ვალდებულება აიღო კონკურენტუნარიანობა გააძლიეროს ეკონომიის პირობებში” – “ბიბისის” კომპანიის პრეს-მდივანმა განუცხადა.
2008 წელს, ფინანსური კრიზისისას კომპანიამ იგივე ზომები მიიღო.

ზედიზედ სამი წელი Toyota რეკორდული მოგებით ხასიათდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერმა სინძო აბემ, იაპონელი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებს ხელშემწყობი პროგრამა დაიწყო.
ფინანსური წლის შედეგებით, რომელიც 2016 წლის 31 მარტში დასრულდა, კომპანიის მოგება 6,4%-ით გაიზარდა და 19,27 მილიარდი დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშინატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა 13 ივლისს გაიმართება
შემდეგი სტატიაობამამ “ისლამურ სახელმწიფოს”, რუსეთს და Brexit-ს ნატოს სასწრაფო გამოწვევა უწოდა