ტოვებს თუ არა მანდარინის ქერქი ხელზე მარკირების კვალს, ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ გადაამოწმებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს ჟურნალისტების კითხვას, რომ მანდარინის ქერქით ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, მართლაც დააფიქსირა მარკირება და პრობლემას მარკირების აპარატები ხომ არ ქმნის.
„მარკირების აპარატი ისეა მოწყობილი, რომ შესაბამისი მინათების შედეგად, შესაძლებელია, დადგინდეს მხოლოდ ის შხეფები, რომელიც მხოლოდ მარკირების შედეგად არის განხორციელებული. მანდარინის ხელის მოკიდება ან რაიმე ციტრუსთან შეხება არ ტოვებს იმ კვალს, რასაც ტოვებს მარკირება. თუმცა აღნიშნულს კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ და მოგაწოდებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. „-აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა.

ანა მიქელაძემ უპასუხა ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებასაც, რომ მარკირებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა ბევრ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მანიკური ე.წ შილაკი ჰქონდა გაკეთებული.
„მინდა გითხრათ, როდესაც შილაკი კეთდება, ეს არის ერთგვაროვანი, ზუსტად მოცემულ თითებზე, ხოლო რაც შეეხება მარკირებას, მარკირების სითხის შესხმის შედეგად არის განსხვავებული შხეფები თითზე. დარწმუნებული ვარ, ვისაც ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგები ჩაგიტარათ, ნახეთ, როგორ ხდება მარკირების სითხის გადანაწილება თითზე და ხელის სხვა დანარჩენ ნაწილზე“,- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიISFED 19 საათისთვის კენჭისყრის მიმდინარეობას აფასებს
შემდეგი სტატიაილია მეორე 18 ნოემბერს მოსკოვში გამეგზავრება