16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

“ტოტალური კორუფცია და უცოდინრობა“ – საბა ბუაძე დენის გაძვირებას ეხმაურება

ელექტროენერგიის გაძვირებას ეხმაურება “ძლიერი საქართვეო-ლელოს” წევრი საბა ბუაძე.

“დღეს ნარმანიამ ელექტროენერგიის მორიგი 5 თეთრიანი გაძვირების შესახებ გვამცნო.

რა იწვევს საქართველოში ელექტრო ენერგიის საფასურის გაზრდას?

1. ტოტალური კორუფცია;
2. უკიდურესი უცოდინრობა და ხედვის არარსებობა.

რათქმაუნდა ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ქვეყანაში არათუ არ ვითარდება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა.

ქვეყანაში საკმარისად არ ვითარდება ელექტროენერგიის გამომუშავების არც ერთი მიმართულება – გამოუყენებელია ჰიდრო-რესურსები, აუთვისებელია ქარის და მზის ენერგიის რესურსი, რამაც უნდა შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება.

მინიმუმ სამი ჰესი მახსენდება, რომელთა მშენებლობაც არა მხოლოდ გაჩერდა, არამედ სახელმწიფოს დამატებით უდიდესი ფინანსური ზიანი მოუტანა – ესენია ნენსკრა, ხუდონი და ნამოხვანი. ამავდროულად თითებზე ჩამოსათვლელია ქარის და მზის სადგურების რაოდენობა, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენს ეკონომიკას – მხოლოდ 2026 წლის თებერვალში საქართველომ იყიდა თითქმის 8 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია”,_ აცხადებს საბა ბუაძე.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: დღევანდელი გადაწყვეტილებით ცხოვრება დაახლოებით 1/3 – ით გაძვირდა
შემდეგი სტატია“ეს თითქმის არავინ იცის”- მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ გააუქმა საქართველოში საათის გადაწევა