ტორუნში მარინა აბრამოვიჩის გამოფენის გახსნაზე კათოლიკე მორწმუნეებმა სახალხო ლოცვა მოაწყვეს

პოლონეთის ქალაქ ტორუნში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მარინა აბრამოვიჩის გამოფენის გახსნაზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ათობით კათოლიკე მორწმუნე შეიკრიბა. მათ, გალერეასთან ლოცვა დაიწყეს. მორწმუნეების თქმით, აბრამოვიჩი სატანიზმის პროპაგანდას ეწევა – პოლონური wyborcza წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამოფენამ, სადაც აბრამოვიჩის საუკეთესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, პოლონეთში ნამდვილი სენსაცია გამოიწვია. დასასწრები ბილეთები, ფაქტობრივად, რამდენიმე საათში გაიყიდა. “თუკი მორწმუნე ხართ და ამ გამოფენაზე მიდიხართ, თქვენ სასიკვდილო ცოდვას ჩადიხართ. თქვენ თაყვანს სცემთ პენტაგრამას, თხის გამოსახულებას, გველის ფოტოს და ალისტერ კროულის, რომელიც “სატანის ბიბლიის” ავტორია” – მლოცველთა ჯგუფიდან მამაკაცმა განაცხადა გამოცემასთან საუბარში.
აბრამოვიჩის გამოფენის პროტესტანტ-მორწმუნეთა მეორე ჯგუფი, რომელმაც ლოცვა 17.00 საათიდან დაიწყო, ცნობილია იმით, რომ ისინი ბლექ-მეტალ ჯგუფ Behemoth-ის კონცერტებზე ბიბლიის სახალხო კითხვას აწყობენ.

მარინა აბრამოვიჩის გამოფენა ტორუნში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ორშაბათს დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავი ერთად აღნიშნეს
შემდეგი სტატიაქართველ თეოლოგთა პასუხი რუს დეკანოზს