ტორონტოში მიკროავტობუსს 9 ადამიანი ემსხვერპლა

9 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა კანადაში, ქალაქ ტორონტოში მიკროავტობუსის ხალხში შეჭრის შედეგად – “ბლუმბერგი” წერს. ტორონტოს პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის პიტერ იუნას თქმით, მომხდარის გარემოებებსა და მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მან აღნიშნა, რომ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ყავს, ასევე შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერები მუშაობდნენ. იუნა თვლის, რომ სანამ მომხდარის შესახებ ზედმეტი დეტალები არ იქნება ცნობილი, ადრეა შემთხვევის მიზეზებზე საუბარი და მისი ტეროროიზმთან დაკავშირება.
მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. დაკავებისას ის პოლიციელებს იარაღით ემუქრებოდა.

banner
წინა სტატიაშიედიშერ თოლორაია “ოცნებას” ტოვებს?!
შემდეგი სტატიატრამპმა და მაკრონმა თეთრ სახლში მუხა დარგეს