“ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს”

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმ მდგომარეობაზე, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს ფარგლებში 2016 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს, იმ ქმედებებზე, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე იმ პირების მდგომარეობაზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვერ ახერხებენ დაბრუნებას. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ბევრი ჩვენი პარტნიორისგან ევროკავშირიდან და სხვა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისგან. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, რომ საქართველოსთვის ეს მწვავე თემა იყოს აქტუალური საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

2016 წლის 16 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1271-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს, როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა.

banner
წინა სტატიაშიახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება
შემდეგი სტატიაშსს-მ და სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს