TOP-10 უწყება საქართველოს მთავრობაში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსება მიუღია-EU ჩამონათვალს აქვეყნებს

TOP-10 უწყება საქართველოს მთავრობაში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსება მიუღია – ჩამონათვალს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მონაცემები 2019-2024 წლებს ასახავს.

111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – ადგილობრივი ხელისუფლებები;
101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვის სამინისტრო;
30,5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
25,07 მილიონი ევრო – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია;
12,85 მილიონი ევრო – განათლების სამინისტრო;
10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
7,4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2019-24 წლების პერიოდში, საჯარო დაწესებულებებმა ევროკავშირისგან 517,82 მილიონი ევრო მიიღო, რაც Covid-პანდემიისას გაცემულ 75-მილიონიან სესხსაც მოიცავს. სამოქალაქო საზოგადოება 46,1 მილიონი ევროთი დაფინანსდა, კერძო სექტორი კი 6,1 მილიონი ევროთი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაGWP-ის განმარტება