ტონი ბლერი: სირია ერაყი არ არის

ტონი ბლერი: სირია ერაყი არ არის

ტონი ბლერი: სირია ერაყი არ არისბრიტანეთის ახლანდელი მონაწილეობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და ერაყის 2003 წლის ოპერაცია ერთიდაიგივე არ არის – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა.
მისი აზრით, ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ არაბული ქვეყნები ახლა თვითონ გრძნობენ საფრთხეს და აქტიურად არიან დასავლეთის პროექტებში ჩართული.
“11 სექტემბრის შემდეგ რეგიონის ბევრი სახელმწიფო ასე სჯიდა: “ეს თქვენი პრობლემაა და თავად მიხედეთ”. დღეს ყველა ისინი ექსტრემიზმის პრობლემას საკუთარ თავზე განიცდიან და ეს მათი ბრძოლაა” – განაცხადა მან.

ბლერის აზრით ამ ბრძოლაში ბრიტანეთს არ შეეძლო განზე გადგომა, რადგანაც თუკი ისლამური სახელმწიფო ძალას მოიკრეფს ის მოვა ევროპასა და ამერიკაში, რაც უკვე მოხდა პარიზის ტერაქტის მაგალითზე.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ხმაურიან პროცესებს აანონსებს
შემდეგი სტატიაპაკისტანი ბრიტანეთს ბრილიანტ კოხინურის უკან დაბრუნებას სთხოვს