ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ზუსტად ორი კვირით ადრე ოლიმპიური ცეცხლი ჩაიტანეს. იაპონიის დედაქალაქის გუბერნატორმა იურიკო კოიკემ 9 ივლისს ჩატარებული ცერემონიისას პარკ “კომაზავაში” მიიღო ცეცხლი.

გუშინ გავრცელდა, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებული სანიტარული მდგომარეობის გამო, მაყურებლის გარეშე ჩაივლის – 8 ივლისს თამაშის საქმეთა მინისტრმა ტამაე მარუკავამ თქვა.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით გამოცხდებულ საგანგებო მდგომარეობასთან, რომელიც ადრე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. “ტოკიოში არ იქნება მაყურებელი” – თქვა მარუკავამ, “რაც შეეხება იმ რაიონებს, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ არის მიღებული, განვიხილავთ” როგორ გადაწყდება – დაამატა მან.

იაპონიამ გადაწყვეტილება ოლიმპიის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში კოვიდ-19-ით დააავდების შემთხვეევბი მატულობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება