ტოკიოში ოლიმპიადა მაყურენლის გარეშე გაიმართება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა, კორონავირუსით გამოწვეული გართულებული სანიტარული მდგომარეობის გამო, მაყურებლის გარეშე ჩაივლის – 8 ივლისს თამაშის საქმეთა მინისტრმა ტამაე მარუკავამ თქვა.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია 12 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით გამოცხდებულ საგანგებო მდგომარეობას, რომელიც ადრე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. “ტოკიოში არ იქნება მაყურებელი” – თქვა მარუკავამ, “რაც შეეხება იმ რაიონებს, სადაც საგანგებო მდგომარეობა არ არის მიღებული, განვიხილავთ” როგორ გადაწყდება – დაამატა მან.

იაპონიამ გადაწყვეტილება ოლიმპიის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა გადაწყვეტილება თამაშებზე, რომელიც ერთი წლით იყო გადადებული, დარტყმის მიტანაა, რადგანაც მის მოსამზადებლად უზარმაზარი თანხები დაიხარჯა – “დოიცე ველე” წერს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიხიდე სუგამ განაცხადა, რომ აუცილებელია ტოკიო ინფექციის ახალი წყაროს გადაქცევისგან დაიცვან.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები დაგმო
შემდეგი სტატიაბელორუსის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია დამოუკიდებელი მედიის განადგურების შეწყვეტას მოითხოვს