ტოკიოს გუბერნატორი აგარაკზე სამსახურეობრივი მანქანით მგზავრობის გამო გადადგა

ტოკიოს გუბერნატორი აგარაკზე სამსახურეობრივი მანქანით მგზავრობის გამო გადადგა

1 (1)ტოკიოს გუბერნატორმა იოიტი მასუდძოემ განაცხადა, რომ მის მიმართ გამოთქმული ფინანსური ბრალდებების გამო გადადგომას აპირებს. შესაბამისი განცხადება მან იაპონიის დედაქალაქის საკანონმდებლო ასამბლეას წარუდგინა.
ტოკიოს ხელმძღვანელი კენჭისყრას არ დაელოდა და საკუთარი ნებით დატოვა პოსტი.

გუბერნატორის ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ყოველი კვირა საკუთარ აგარაკზე სახელმწიფო მანქანით დადის. შემდეგ ცნობილი გახდა მის ოჯახურ მოგზაურობაზე, რომელიც პოლიტიკური ფონდების მიერ იყო ანაზღაურებული, იმავე ფონდების სახსრებით მერმა ნახატებიც შეიძინა, ასევე აბრეშუმის ჩინური ტანსაცმელი, რომელიც მას კალიგრაფიისათვის სჭირდებოდა. გუბერნატორმა პირობა დადო, რომ ის ხელფასს დააბრუნებს და ამისათვის სექტემბრამდე ითხოვა ვადა.

banner
წინა სტატიაში“სამეფო კარის თამაშებმა” მეშვიდე სეზონისთვის კასტინგი გამოაცხადა
შემდეგი სტატია(video) შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს სარეაბილიტაციოდ აუზი დაუნიშნეს