21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ტოკაევს ახალი კონსტიტუცია კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადის შესაძლებლობას აძლევს

ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლება
კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის წინა საპრეზიდენტო ვადები ახალი შეზღუდვის ფარგლებში აღარ ითვლება. სწორედ ამ საფუძველზე, ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომა დაადგინა, რომ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ უკვე შესრულებული საპრეზიდენტო ვადა მომავალ არჩევნებში მონაწილეობისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღარ არის.
მანამდე ყაზახეთის კანონმდებლობა პრეზიდენტის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი შვიდწლიანი ვადით განსაზღვრავდა და ხელახლა არჩევას კრძალავდა.
ტოკაევი 2022 წელს აცხადებდა, რომ საკუთარი საპრეზიდენტო ვადის „განულებას“ არ აპირებდა, თუმცა ახალი საკონსტიტუციო წესები მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
ხელისუფლება აღნიშნულ ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განახლების ნაწილად აფასებს, ხოლო კრიტიკოსების განცხადებით, ცვლილება პრეზიდენტისთვის ხელისუფლებაში უფრო ხანგრძლივად დარჩენის შესაძლებლობას ქმნის.

banner
წინა სტატიაშირუსმა დეპუტატმა უკრაინის მოსახლეობის 50%-ის განადგურება „მისაღებად“ შეაფასა — The Moscow Times
შემდეგი სტატიაბათუმში ზღვაში გაუჩინარებული 23 წლის ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს