ტოკაევმა მთავრობას დაავალა ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიკაცია რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა მთავრობას დაავალა ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიკაცია რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმს 30 დღით ოპერირების შეჩერება უბრძანა.

ტოკაევმა ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციას მნიშვნელოვანი ამოცანა უწოდა. ამასთან დაკავშირებით მან დაავალა შემუშავებულიყო საუკეთესო ვარიანტი ტრანსკასპიური მარშრუტის განსახორციელებლად და ორი ნავთობსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა.

ყაზახეთის პრეზიდენტი ტრანსკასპიურ მარშრუტს პრიორიტეტად მიიჩნევს – მიწოდება ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით. ტოკაევმა განცხადება გაავრცელა ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის ოფშორული ტერმინალის 30 დღით შეჩერების ბრძანება გასცა. ამან შესაძლოა მესამედ 2022 წელს შეაჩეროს ყაზახური ნავთობის შესვლა მსოფლიო ბაზარზე რუსეთის გავლით.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – რუსეთს უკრაინაში ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია
შემდეგი სტატიაპოდოლიაკი – „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ პუტინის განცხადება რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა