ტოივო კლაარი – შეშფოთებული ვარ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვით

არჩილ ტატუნაშვილი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაფირების ფორმატის ფარგლებში ფაქტები დადგინდება“, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტოივო კლაარმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს