რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული 21 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს შსს-ს პრესსამსახურში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს ექსპერტები დაადგენენ.

შოთა სამხარაძე კურორტ შოვის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა. მას მაშველები, პოლიცია და ადგილობრივები ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიმალე თბილისში ავტობუსის მძღოლად ქალები იმუშავებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მუხიგულაშვილი: ბატონო გიორგი, კადრებს მიხედეთ კადრებს !!!!!