ტობიას კრემერი: ქართული ოცნება დაშინების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვა-სიტყვით იყენებს

“დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ, შეგიძლიათ, უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელი , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო კავკასიაში იმედის შუქურა იყო, მაგრამ დღეს „რასაც ვხედავთ არის უცხოური აგენტების კანონები, გაყალბებული არჩევნები და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევები“.

“ქართული ოცნება დაშინების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვა-სიტყვით იყენებს. მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ეს არა შორეული ან აბსტრაქტული პრობლემაა, არამედ პირდაპირი გამოწვევაა თავად ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის. დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, ქუჩაში ნაცემი ოპოზიციონერებისთვის, მაგარამ განსაკუთრებით მილიონობით ჩვეულებრივი ქართველისთვის – სტუდენტებისთვის, მედდებისთვის, ფერმერებისთვის, მუშებისთვის, მასწავლებლებისთვის – საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტისთვის, რომელთაც მაინც სურთ ევროპული მომავალი; რომლებსაც მაინც სწამთ თავიანთი თავისუფლების და რომლებიც მაინც უწევენ წინააღმდეგობას თავიანთ ხელისუფლებას და 200-ზე მეტი დღის შემდეგ მაინც აპროტესტებენ”, – განაცხადა ტობიას კრემერმა.

banner
წინა სტატიაში„ლელო-ძლიერი საქართველო“ – არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა გრძელდება და როგორც ჩანს, განსაკუთრებული სამიზნე ვართ, რადგან დღეს კოალიციის ერთდროულად სამი წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიამარტა კოსი : ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ