ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისს ეძებენ

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისს ეძებენ.

ჩეხი ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის გვერდ Trekking in the Caucasus-ზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, ბოლოს სტანისლავ კოსკი 28 სექტემბერს, კირანახორაში მწყემსების კარავთან ნახეს. მას დაგეგმილი ჰქონდა სქურიდან ხაიშში გადასვლა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების თანახმად, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშიშამბა: თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, მივესალმებით, როგორც შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯს
შემდეგი სტატიაანა წითლიძის თქმით, ოცნებამ წინასაარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო