ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ხორცში, წყალში, რძესა და ჭარხალაში

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიერ 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ტყვიის სამჯერ გადაჭარბებული ოდენობა საქონლის ხორცში აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმშია აღმოჩენილი. ქიმიურად საშიში ნივთიერებითაა დაინფიცირებული სასმელი წყალი იმერეთში. გარდა ამისა, იმერეთში რძესა და ჭარხალში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ფიქსირდება. ქიმიური ნივთიერების მაღალი მაჩვენებელი იმპორტირებულ მარილშიც არის.

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტის 3000-მდე შემოწმებული ნიმუშიდან 64-ში დარღვევა გამოავლინა.

ტოქსიკოლოგები განმარტავენ, რომ ტყვიაშემველი პროდუქტის მიღებით ადამიანები ანემიით, სახსრების ავადმყოფობითა და ნერვული აშლილობით ავადდებიან.

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშითქვენთან ერთად ვართ ძალისხმევაში, რომელიც მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნას ემსახურება – გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს მიმართავს
შემდეგი სტატიასაქართველოსა და აშშ-ის დროშების ფერებში განათებული ღამის თბილისი [ვიდეო]