14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ტყვიავი – ძევერის გზაზე ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები” ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 შსს-ს ცნობით, გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიილიაუნთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ასეთ ქვეყანას გამოუხტა ირაკლი კობახიძე და ხელებს უპარჭყავდა” – ბექა კობახიძე