ტყუპ და-ძმაზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მცირეწლოვნ ტყუპ და-ძმაზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშ ნათქვამია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგარბენი „თბილისის“ გამო, 24 ივნისს ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ბინა გადაეცემა