კომპანია “შპს საქნახშირმა”, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი მეშახტე სამსახურიდან გაათავისუფლა – ამის შესახებ ინფორმაციას ”მაუწყებელი” ავრცელებს.
მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკური პოზიციებს უკავშირებენ, ოფიციალური მიზეზი კი მათთვის უცნობია.
დღეს მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გათავისუფლება შახტიდან, იმის გამო, რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი დაშინება, იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება. გამათავისუფლეს იმ კომპანიიდან, სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც ექვსი წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში”, – წერს ტყიბულელი მეშახტე გიორგი აბულაძე.