ტყიბულში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში მომხდარ ავარიას ათი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ასევე 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარეს, შემდეგ კი რეანომობილით ქუთაისში, წმინდა ნინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარების სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიადედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლები: ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე მამაც უნდა მომეკლაო