ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო-სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს აცრის ჩატარება ან შეუზღუდოს აცრის გამო ზიარება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, სასამართლოში უკვე მიიყვანეს