10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ტყიბულში მეწყერი ჩამოწვა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი.

უწყების ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში აღმოსავლეთ რეგიონში 18 დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაგარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ტყიბულში იმყოფება