ტყიბულში მეშახტეების აქცია განახლდა

ტყიბულში მეშახტეების აქცია ისევ განახლდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებული საწარმოების თანამშრომლებიც გეგმავენ. მეშახტეები გამოძიების დროულად ჩატარებას, ობიექტურ დასკვნას და საქნახშირის ადმინისტრაციაში ახალი კადრების დანიშვნას მათთან შეთანხმებით ითხოვენ.

ისინი მამუკა ბახტაძისგან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც ვიდრე შახტში მუშაობა დაიწყება, მეშახტეები სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქნახშირის ადმინისტრაციამ გუშინვე დააკმაყოფილა და კომპანიის სამი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიშეთანხმება არსებობს, რომ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება და მას დავუჭერთ მხარს – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიასატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება