ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათია, 11 მეშახტე შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ამ წუთებში ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან მეშახტეების ნაწილი იმყოფება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულებს.

„ძიძიგურის მეშახტეები ამ დროისთვის პროტესტს გამოთქვამენ დაბალი ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ელოდებიან კომპანიის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე მათ თითოეულს დღეში 45 ლარი ერიცხება, რაც მათთვის მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ხელფასი გონივრულად გაიზრდება“, – განუცხადა საქართველოს პირველლ არხს პროფკავშირის წარმომადგენელმა ონისე საპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას ადვოკატი – ეს არის პირველი პროცესი, სადაც მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე – ადრე თუ გვიან, პარლამენტში ვიხილავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მანდატი აქვს მინიჭებული